ჩუღურეთის რაიონში, 9 ძმის N149-ში, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოებს, ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით, შპს „ბაზისი“ ასრულებს და მისი ღირებულება 59 000 ლარია. მსგავსი სამუშაოები, პარალელურად, კიდევ ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.