ხონის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ხონის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ხონის N20-ში გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.