ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საპენსიო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრას ,,ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი დაესწრო. ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ქვეყანაში ამოქმედებული რეფორმა თითოეულ მოქალაქეს ეხება, შესაბამისად არასამთავრობო სექტორი აქტიურად არის დაინტერესებული რეფორმის მიმდინარეობით. ,,ასოცირების შეთანხმება გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებებს საპენსიო სისტემის ფორმირებისას და საზოგადოებას, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი და რომელიც არის პრო-ევროპული ბუნებრივია აინტერესებს რამდენად წინ მივდივათ ასოცირების შეთანხმების თვალსაზრით." ლაშა ტუღუშის განცხადებით, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში უკვე მეორე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, მათ ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს დირექტორისგან მიიღეს, არასამთავრობო სექტორს კი ყველა კითხვის დასმის საშუალება მიეცა. მედიასთან საუბარში ტუღუშმა აღნიშნა, რომ რჩება სქემის მონაწილედ. ,,მე არ გამოვსულვარ სისტემიდან და მაქვს პრინციპში იმედი რომ პროდასავლური სქემით განვითარდება მოვლენები. შესაბამისად გვექნება კომფორტყული ვითარება მომავალში, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."