ჩუღურეთის რაიონში 7 მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში 7 მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, შვიდ მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების სისტემა შემდეგ მისამართებზე ეწყობა: ✅აღმაშენებლის N69 ✅მაზნიაშვილის N35 ✅ჩუბინაშვილის N4 ✅ბაქოს N4 ✅კახიძის N10 ✅ჯავახიშვილის N75 ✅უზნაძის N91 ბაქოს N4-ში მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო. მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონში მსგავსი ტიპის სამუშაოები 13 მისამართზე უკვე განხორციელდა.