ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ვახტანგ ჭარაია და საინვესტიციო საბჭოს წევრებზე საუბრობს
,,საბჭოს წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვა როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ, რა არ უნდა დაუშვან. მათ უკან არის ათეულობით წლის გამოცდილება და ეს დოკუმენტურადაც დასტურდება. მათ თავიანთ ქვეყნებში საპენსიო ფონდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვთ. და არა მხოლოდ საპენსიო ფონდების, არამედ კაპიტალის ბაზრებზე, საბანკო სექტორში მონაწილეობის ათეულობით წლის გამოციდლება აქვთ. შესაბამისად, ეს ის ხალხია რომელთა ნდობაც ჩვენ შეგვიძლია. რა თქმა უნდა ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე, პირველი ხუთი წელი ვალდებულებაც კი არის საკანონმდებლო დონეზე რომ კაპიტალის 80% რაც მათ ექნებათ უნდა დააბანდონ ადგილობრივ რესურსებში, ხოლო 20% გატანა შეუძლიათ საზღვარგარეთ. 5 წლის მერე უკვე რა ნაბიჯებს გადადგამენ ეს უკვე უფრო საინტერესო იქნება." - ეს განცხადება ვახტანგ ჭარაიამ გააკეთა. ექსპერტი ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. დღეს გამართულ შეხვედრაზე მან პირადად მოისმინა საინვესტიციო საბჭოს წევრების მოსაზრებები, რის შემდეგაც განაცხადა რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა განავითარებს კაპიტალის ბაზარს და კომპანიებს მეტად გამჭირვალეს გახდის.