“რუსთავი 2-ს ქმედება მაგონებს 1939 წლის მოვლენებს რის შედეგადაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო”

“რუსთავი 2-ს ქმედება მაგონებს 1939 წლის მოვლენებს რის შედეგადაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო”

პოლიტოლოგი, ვახტანგ მაიასია P.S. – ში გიორგი გაბუნიას სიტყვით გამოსვლას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება.

“რა გითხრათ, რით გაგახაროთ” – დიდი ილიას გენიალური სიტყვების პერეფრაზირება რომ გამოვიყენოთ. ამ ფონზე რაც განხორციელდა “რუსთავი-2”-ის პროპაგანდისტური ტელევიზიის მიერ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ-ერთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც აშკარად პროვოკაციის გამო გაკეთდა მაგონებს 1939 წლის 30-31 აგვისტოს მოვლენებს, რაც მოხდა გერმანულ, “მესამე რაიხის” კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ გლაივიცეში და რომელიც განახორციელა სწორედ “მესამე რაიხის” სამხედრო დაზვერვამ “აბვერმა”. განახორციელა ზუსტად ანალოგიური ჰიბრიდული ბრძოლის სამხედრო-დივერსიული და ასევე საინფორმაციო ომისთვის გამიზნული ფარული ოპერაცია, რომელმაც მოგვიანებით გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი და დამოუკიდებელ პოლონეთში “ვერმახტის” პირდაპირი ინტერვენცია. გლეიკოვიცში პოლონურ ფორმაში გადაცმულმა გერმანიის ციხეებიდან გამნოყვანილმა კრიმინალებმა საკუთარი მოქალაქეებს თავს დაეხსნენ და ჩაიდინეს საშინელი დანაშაულები, მათ შორის ადგილობირვი რადიოსადგურის დაკავება განახორციელეს და უცენზურო სიტყვებიც გამოიყენეს გერმანელი ერის და “მესამე რაიხის” ხელმძღვანელბის მისამართით. ამის ფონზე კი მეორე დღეს, “მესამე რაიხის” ფიურერი ჰიტლერი გამოვიდა და “ერის შეურაცყოფის გამო” თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას. გიორგი გაბუნია და მისი კურატორები კარგად ფლობენ ამ ტექნოლოგიას და რეინჰარდ ჰეიდრიხის მემკვიდრეები არიან (სხვათაშორის როგორც მოგვიანებით გაირკვა სწორედ ჰეიდრიხი კურირებდა ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციას). ყველაფერი გასაგებია… მე კი დავწერე ადრე რომ მოსალოდნელი იყო ასეთი სახის პროვოკაციაც და აი შედეგიც.” – წერს ვახტანგ მაისაია

უ ც ხ ო მართალი ბრძანდებით, - ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე ის, რაც ამ ტელეარხმა ჩაიდინა წუხელ.
არც ის რეაქციაა გასაკვირი, რაც ამას მოჰყვა საზოგადოებისა თუ ხელისუფლების მხრიდან.
ზოგიერთი თავქარიანი და შინნაზარდი ექსპერტი რომ ქირქილებს - ხელისუფლება რამ შეაშინა ასე, რა გამოსახმაურებელი იყო საერთოდო... -- ძალიან ჭკვიანებო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი გააკეთა საგანგებო განცხადება ამ პროვოკაციულ გამოხტომაზე და ჩვენს მთავრობას ყურიც არ უნდა შეებერტყა?!

საწყალი საქართველო, ამდენი რეგვენის, შეგნებული მტრისა და შეუგნებელი მოყვარის ხელში!
6 წლის უკან
უ ც ხ ო .
"რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი აუცილებლად მიიჩნევს, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობის გაყინვას“ ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ... სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე – სანქცია, კიდევ სიბინძურე – კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები“, – დაწერა პარლამენტარმა."
*
არის ეს სასაცილო?!
ამ იდიოტებს ჰგონიათ, ხალხს პუტინის დარდი აქვს და იმიტომ აღშფოთდნენ!
6 წლის უკან