"გაბუნიას პრუტუნი ვერ გადაფარავს ხალხის სამართლიან მოთხოვნას, გადადგეს გახარია"

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა P.S.-ში გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება, რომელშიც წამყვანმა ვლადიმერ პუტინს აგინა.

გაბუნიას ეპატაჟი იყო უხამსი, უგემოვნო, უადგილო. #წერტილი

არა იმიტომ რომ პუტინი, ოკუპანტი და ქართველთა მკვლელი, ამ სიტყვებს არ იმსახურებს და მისი გინებით არ იღვიძებს და იძინებს სრულიად ერი.

არც იმიტომ რომ ხვალ ამისთვის დაგვბომბავენ. აგერ ვასიკო ოდიშვილი პუტინს ეთერში გაბუნიამდე აგინებდა და უფრო გემრიელადაც.

არამედ იმიტომ რომ უბრალოდ არაფრისმთქმელი გულის ფხანვაა და სისუსტის ნიშანია. იმიტომ რომ 18 ივლისს რუსთავი2-ის გადაწყვეტილებაა სტრასბურგში და აგერ ჩასაფრებულ კოლექტიურ ივანიშვილ-შალვარამიშვილს არ უნდა მისცე სალაპარაკო, რომ თავის ბოროტი ზრახვები განახორციელონ.

იმიტომ რომ საკუთარი მოსახლეობის დამრბევი და თვალების დამთხრელი მთავრობა ნაცვლად რეალური გამოძიებისა, თავს უფლებას აძლევს შეთქმულებებზე ილაპარაკოს. მთავრობამ რომელმაც გავრილოვი დაგვასვა, მერე მის გამო საკუთარ მოქალაქეებს თვალი დათხარა და დათვის ტყვია ესროლა. აი ამ მთავრობის ჩინოსნები დღეს სიმყარეს გრძნობენ ფეხქვეშ და ეს ყველაფერი ამ უგემოვნი გამოხტომის გამო.

სხვა ამბავია რომ ვერანაირი გაბუნიას პრუტუნი ვერ გადაფარავს ხალხის სამართლიან მოთხოვნას გადადგეს გახარია და გაეცეს პასუხი კითხვაზე - ვინ ესროლა მაკო გომურს და სხვებს.

ამასთანავე, მახსოვს შარლი ებდოც, როცა ჩვენ ყველანი ვამბობდით "ჟე სვი შარლი", მაგრამის გარეშე ვიცავდით თუნდაც მდარე, უხამს და უადგილო შარჟს.

როგორაა მეგობრებო?! ამ "მოდას" სხვა ქვეყნებზე ვავრცელებთ და ჩვენთან ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ?! მე არ ვფიქრობ ესე. ამიტომაც არ ავყვები გაბუნიას თემაზე ქოცების კრიახს, რადგან მათი რეალური მიზანი აგერ ქვევით წერია. აი მერე ვნახოთ უკუნი და ბნელი

პ.ს. გიორგი ჩვენი რუსულის მასწავლებელი ლეილა ჩაჩიბაია ყურს აგიწევდა მაგ "საპოჟნიკის რუსულისთვის""-წერს გიგი უგულავა.

thrgg@yahoo.com ესეც სრულიად ეთანხმება ამ გინებას და კიდევ თავისას აწვება, უგულავა ციხეში!!!
სხვა გზას უბრალოდ აღარ ტოვებს, აშკარად ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების ერთერთი ორგანიზატორია!!!
6 წლის უკან
სოციალისტი გახარია კი არ უნდა გადადგეს არამედ, სასწრაფოდ უნდა დაგაპატიმროს! სწორედ თქვენი შენი და შენი ევროპული ანასხლეტის და ძირი ნაცმოძრაობის ბოევიკები ესხმოდნენ თავს პოლიციას იმისათვის, რომ გაერღვიათ კორდონი, შეჭრილიყვნენ პარლამენტში და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - "ვარდების" რევოლიუცია #2. ამ იერიშების მოგერიების გამო დაშავდნენ მომიტინგეები, ბევრი მძიმედ, სამუდამოდ დაინვალიდდა. პოლიცაც ძალიან ძლიერ დაზარალდა 80 პოლიციელი, საავადმყოფოში მოხვდა! და ეს ყველაფერი თქვენ მოაწყვეთ, თქვენ! თანაც არც ერთს ფრჩხილიც კი არ გტკენიათ!
6 წლის უკან
amo ". . . და ეს ყველაფერი თქვენ მოაწყვეთ, თქვენ! თანაც არც ერთს ფრჩხილიც კი არ გტკენიათ!" , ისევე, როგორც 9 აპრილს. ვაი, იმ ქვეყანას სადაც გახარია უნდა გადადგეს თურმე და ხაზინის ქურდი, დ ე მ ა გ ო გი უგულავა ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. კანონი უნდა მივიღოთ, რომ არაპოლიტიკურზე ნაციხარს პოლიტიკაში მოსვლის უფლება უნდა ჩამოერთვას.
6 წლის უკან