"ნაცებს" რომ რუსეთთან ომი უნდათ, აი, ამის არგუმენტი მისცა დღეს "რუსთავი 2"-მა ხელისუფლებას"

"ნაცებს" რომ რუსეთთან ომი უნდათ, აი, ამის არგუმენტი მისცა დღეს "რუსთავი 2"-მა ხელისუფლებას - ასე აფასებს, "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას პუტინის რუსულ ენაზე პირდაპირ ეთერში უცენზუროდ მოხსენიებას.

"ნაცებს" რომ რუსეთთან ომი უნდათ, აი, ამის არგუმენტი მისცა დღეს "რუსთავი 2"-მა ხელისუფლებას. ძალიან, ძალიან შორს დაიჭირეთ ამათგან თავი, ვისაც გრამი ტვინი გაქვთ.

p.s. ცხადია დიდი სისულელეა იმის თქმა რომ ამის გამო ვინმე ომს იწყებს, მაგრამ ბიძინას საქმეს რომ აიოლებენ, ცხადია".- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყავნმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ტელეწამყვანის ამ გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქლაივით გამოეხმაურა და  გაბუნიას გაემიჯნა.

 

არაგველი641 ზუსტად მასე შეურაცხყოფას აყენებდა 2008-შიც მაგათი ბელადი და მიიღეს ომი. ახლაც იგივე გზის გავლა მოინდომეს, რომ ისევ რუსეთთან დააპირისპირონ ქვეყანა!
მაგრამ უბედურება ისაა, ნაცბოზბანდას არ ჩამორჩა ოცნების ბოზბანდა და მოსახლეობის 400 000 ხელმოწერას და მოთხოვნას ნაცბოზბანდის აკრძალვაზე არ დაეთანხმა.
შედეგად მოგვიწევს სხვა პარტიას გამოვუცხადოთ ნდობა 2020-ში
6 წლის უკან