"21-ე საუკენის სერგო ორჯონიკიძე... ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ"

21-ე საუკენის სერგო ორჯონიკიძე!!!  - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას პუტინის რუსულ ენაზე პირდაპირ ეთერში უცენზუროდ მოხსენიებას.

როგორც ლაგაზიძე წერს, ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

"დაიცავით ქვეყანა რუსეთის მორიგი ოკუპაციისგან! აგებინეთ პასუხი ყველას, ვინც რუსის ჯარს მოუძღვება ქვეყანაში!!! დაიცავით ჩვენი შვილები!!! არანაირი დანდობა საქართველოს მოღალატეებს!!! 21-ე საუკენის სერგო ორჯონიკიძე!!! ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!". - წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყავნმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც. ტელეწამყვანის ამ გადაწყვეტილებას არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქლაივით გამოეხმაურა და  გაბუნიას გაემიჯნა.

thrgg@yahoo.com გაემიჯნა არა გამოემიჯნა, მაგათ გარეშე გაბუნია თითსაც არ გაანძრევდა!!!
6 წლის უკან