საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები.
შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოვებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და დისკომფორტს.
შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს "საქართველოს რკინიგზამ" მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების გადაწყვეტილება.

ვაცხადებთ, რომ ვუნაიდაბ ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად,
სს "საქართველოს რკინიგზის" აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ანდრია არ ვიცი, დასავლეთ საქართველოში როგორი მდგომარეობაა, მაგრამ აღმოსავლეთში, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, რკინიგზის სადგურები სავალალო დღეშია - დანგრეული, გაპარტახებული, სადგურის სახელიც კი არ წერია. განცხადებების კეთება კარგია, მაგრამ ამას არ უნდა მიხედვა?
5 წლის უკან