“თარგამაძიდან დღემდე ყველა შს მინისტრი მახსოვს… გახარია ერთადერთია, ვინც კორუფციასა და ნეპოტიზმში ვერ ჩართეს”

“თარგამაძიდან დღემდე ყველა შს მინისტრი მახსოვს… გახარია ერთადერთია, ვინც კორუფციასა და ნეპოტიზმში ვერ ჩართეს”

იურისტი სოფია ხორგუანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი გახარია მისი წინამორბედი მინისტრებისგან განსხვავებით, ერთადერთია, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში ვერ ჩართეს.

“ჰოდა, გინდა აქედან შეხედე და გინდა იქედან, თარგამაძიდან დღემდე ყველა შს მინისტრი მახსოვს და გახარია ერთადერთია, ვინც კორუფციასა და ნეპოტიზმში ვერ ჩართეს და ამას მონელება ხომ უნდა. აბა, თქვენ იცით ახლა, ამ მიმართულებით დახატეთ სიუჟეტები ლონდონის გავლით…”, – წერს ხორგუანი სოციალურ ქსელში.

13 დღეა, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება, სახელწოდებით –  “სირცხვილია”,  მთავარი მოთხოვნით   – “გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია”.

24 ივნისს “ქართულმა ოცნებამ “შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

 

უ ც ხ ო :
არ ჯობდა, ეს გოგო შესულიყო პარლამენტში, ლადო კახაძის მაგივრად?! --
პროფესიონალია, ჭკვიანია და პრინციპულია... (განსხვავებით ყველა მისი მეტოქისაგან მთაწმინდის ოლქში!).
ასე უტვინოდ რომ არჩევს კადრებს "ოცნება", იმიტომაც არის ქრონიკულ კრიზისში!
6 წლის უკან