,,ორი კვირით ადრე იცოდნენ… ამათ სისხლი ვამპირივით სწყურიათ და ბედნიერები ხდებიან როცა უბედურება ხდება

,,ორი კვირით ადრე იცოდნენ… ამათ სისხლი ვამპირივით სწყურიათ და ბედნიერები ხდებიან როცა უბედურება ხდება

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და პარტია ,,ევროპული საქართველო” წინასწარ მომზადებულ პროვოკაციაში დაადანაშაულა.

,,დღეს რა რეპერტუარი აქვს? წუხელ კლუბში დათვრა და ჩაცუცქულმა იცეკვა ხოშტარიამ და დღეს ნეტა რა ცეკვა აქვს დადგმული? ამ პარაზიტებს პოლიტიკა გასართობი ჰგონიათ!

ჯერ რამხელა საფრთხის წინაშე დააყენეს ქვეყანა, მომზადებული დროშით რომ ელოდებოდა დაჯდესო გავრილოვიო და ეგრევე შევარდნენ. ორი კვირით ადრე იცოდნენ, მე სულ არ ვიცოდი ვინ მოდიოდა ქვეყნის მტრები რომ არ იყვნენ მანამდე ატეხავდნენ ამბავს, მაგრამ ამათ სისხლი ვამპირივით სწყურიათ და ბედნიერები ხდებიან როცა უბედურება ხდება, მისი ცეკვის მსგავსი მარაზმიც და ღამე კლუბში ღრიალიც მაგისი დასტური იყო! საშინელი ქალია თავისი საშინელი გუნდით! ამორძალები! “ – წერს ინგა ბერიკაშვილი