"კიდევ კარგად გაუძლია "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა"
"ივანიშვილმა მოინდომა "გაერთიანებული ოპოზიციის" დაშლა. მეტი კონკურენტი მას არ ჰყავს, ვინ იყო მისი კონკურნეტი, ბოკერია, რომლის ლაპარაკი დღეს გახარიას ლაპარაკისგან არაფრით განსხვავდება? კიდევ კარგად გაუძლია "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა," - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელსაც "რეზონანსი" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის პრეზენტაციას.
"მე გულწრფელად შემოვედი "გაერთიანებულ ოპოზიციაში", ეს იყო საქართველოს დასავლური ვექტორი, მომხრე ვიყავი პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარების, რაც იძლეოდა კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალებას. პარტიაც შევქმენი და მინდოდა მეკეთებინა საქმე, რომელიც ჩვენს შვილებს უკეთესი მომავლისკენ გზას გაუხსნიდა.
ეს ინიციატივა, რომელიც შემოაგდო მმართველმა გუნდმა, არის ბიძინას თამაში, მე ვერ ჩავერთვები და ვერ დავდგები იმ ხალხის გვერდით, ვინც ხალხის მოტყუებას აპირებს. ასეთი თამაში არასდროს მიკადრებია. ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც უზნეო ადამიანები ასეთ თამაშს იწყებენ და ისევ ერთი პარტიას უნდა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.
ივანიშვილმა მოინდომა "გაერთიანებული ოპოზიციის" დაშლა. მეტი კონკურენტი მას არ ჰყავს, ვინ იყო მისი კონკურნეტი, ბოკერია, რომლის ლაპარაკი დღეს გახარიას ლაპარაკისგან არაფრით განსხვავდება? კიდევ კარგად გაუძლია "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა.
მოკლედ, ასე სიმწრით გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა მოინდომა ბიძინამ და იფიქრა, მოდი, ჩავხსნიო; მაგრამ ამ გაბრაზებულ ხალხს რას უზამს? დღეს თუ 50 ათასი კაცი იდგა საპროტეტსო აქციაზე, ხვალ იმაზე მეტი მივა. ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად გამოხატავდნენ თავის პროტესტს, თვალები დათხარეს, მე წავსულიყავი მაგათ პრეზენტაციაზე? როგორც ჩამეხედა მერე ამ ახალგაზრდებისთვის თვალებში. რომელი პარტია იფაშისტებს, მნიშვნელობა აქვს, გეკითხებით? თავის თვალით ხომ ნახა ბიძინამ 7 წლის თავზე რა საპროტეტსო ტალღაც წამოვიდა და როგორ გონია, სად წავა ეს გაბრაზებული ხალხი?" - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.