“ვინმე ხელშეხვეულ თამარს…” – ხათუნა ხოფერია თამარ ბაღაშვილს მიმართავს

“ვინმე ხელშეხვეულ თამარს…” – ხათუნა ხოფერია თამარ ბაღაშვილს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია “ფეისბუქის” პირად გვერდის მეშვეობთ ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს მიმართავს.

“რ-2” – ის ჟურნალისტს, ვინმე ხელშეხვეულ თამარს! მეორედ არ გაბედოთ, ქართველი ხალხის სახელით, ბრალი დასდოთ შინაგან საქმეთა მინისტრს! “რ-2″ არის ქართული სახელმწიფოს მტერი!

შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება ახსენოთ ქართველი ხალხი!  თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით! ანუ, იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომლის ინსპირირებულიც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!” – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.