შეკვეთილში, ნაციონალური მოძრაობის წევრები დენდროლოგიურ პარკში შეჭრას ცდილობდნენ

შეკვეთილში, ნაციონალური მოძრაობის წევრები დენდროლოგიურ პარკში შეჭრას ცდილობდნენ

ხმაური იყო შეკვეთილში, ჩის სახლთან, სადაც მესამე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელსა და პოლიციას შორის ბანერის გაკვრას მოჰყვა.

ოპოზიციონერი ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, პოლიციამ ბანერის გაკვრის საშუალება არ მისცა.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით. არაფერი ბანერის გაკვრით არ შავდება. აქციები გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება და გახარია არ დატოვებს თანამდებობას", - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილმა, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს. ისინი პარკში შეღწევას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა

არ მისცეს. ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

amo ბაგრატიონიო? რას მოვესწარით, ბაგრატიონი ბანერით ხელში დარბის? ისე მაგას პრეტენზია არა აქვს მეფის ტახტზე? სჯობია გენეტიკა გამოიკვლიოს და საკუთარ გვარს დაუბრუნდეს.
6 წლის უკან