"მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ" - გიორგი გახარია

მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე თუ გავხდი ხალხის თვალში სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად შეტევა ინსტიტუტებზე არის შეუძლებელი, ქვეყნის განვითარებასთან - ეუსაბამო. მე ამ ტვირთს, როგორმე ვატარებ" ,- უპასუხა მინისტრმა „რუსთავი2"-ის ჟურნალისტის მიმართვზე, რომ ის არის ხალხის „თვალში სისხლიანი ჯალათი და ამიტომ უნდა გადადგეს".

 

სოციალისტი მინისტრო გიორგი გახარია! ჩვენ საქართველოს მოსახლეობა ვგმობთ 20 ივნისს, დილიდან ლიბერასტული ხროვის მიერ დაწყებულ საზიზღარ პროვოკაციას! თქვენ საქართველოს პოლიციასთან ერთად ხართ საქართველოს გადამრჩენელი მორიგი სახელმწიფო გადატრიალებისაგან! არსად წასვლა არ იფიქროთ!
6 წლის უკან
თამაზი არ წახვიდე!!!!!!!!!!!!!!!!!
6 წლის უკან