ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, იას ბაღში, ახლად რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე, „ჩუღურეთის თასი მინი ფეხბურთში 2019“ გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა 12-მა გუნდმა მიიღო. პირველი საპრიზო ადგილი გუნდმა „კატალონია“ დაიკავა; მეორე ადგილზე გუნდი „პლეხანოვი“გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე - გუნდი „თიმი“. გამარჯვებულები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვა. ამასთან, გამარჯვებული გუნდი, ჩუღურეთის რაიონის სახელით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვა რაიონში გამარჯვებულ გუნდებს შეხვდება. გამგეობა მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარების მიზნით მომავალშიც გეგმავს.