ნიკა მელიას 27 დეპუტატი თავდებში უდგება

ნიკა მელიას 27 დეპუტატი თავდებში უდგება

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან.

ნიკა მელიას თვდებში 27 დეპუტატი უდგება, ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდა ცნობილი. ადვოკატმა მოსამართლეს დეპუტატების სია შუამდგომლობისთის უკვე წარუდგინა. მელიას თვდებში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე, „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრი და ერთიც დამოუკიდებელი დეპუტატი უდგება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მელია მზად არის, ჩააბაროს პასპორტი.

„მისი დაკავება მელიას პოლიტიკურ განეიტრალებას უკავშირდება და ის არსად წასვლას არ აპირებს. პარლამენტართა სია გადმომცეს, რომლებიც წერილობით უზრუნველყოფენ ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნას თავდების ქვეშ. ისინი ითვალისწინებენ სრულ პასუხისმგებლობას, რაც უკავშირდება თავდებობას“,– განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატს დეპუტატების ვინაობა, რომლებიც მისი თქმით, ნიკა მელიას თავდებში უდგებიან, არ დაუკონკრეტებია.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს, სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე ნიკა მელიას მეგობრები და ახლობლები.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

 

Maverick საწყალი მელია, ნახმარი ცვარივით გამოიყენა მიხუილო პადლეცმა, არ აღირსა დამოუკიდებელი ასპარეზი, ასე იცის მონურმა თავდადებამ, როგორც იტყვიან - Или Пан, или пропал!
6 წლის უკან
Maverick საწყალი მელია, ნახმარი ჩვარივით გამოიყენა მიხუილო პადლეცმა, არ აღირსა დამოუკიდებელი ასპარეზი, ასე იცის მონურმა თავდადებამ, როგორც იტყვიან - Или Пан, или пропал!
6 წლის უკან
Maverick საწყალი მელია, ნახმარი ჩვარივით გამოიყენა მიხუილო პადლეცმა, არ აღირსა დამოუკიდებელი ასპარეზი, ასე იცის მონურმა თავდადებამ, როგორც იტყვიან - Или Пан, или пропал!
6 წლის უკან