“რუს დეპუტატს, რომ რამე მოსვლოდა გიფიქრიათ რა მოხდებოდა?! – პროვოკატორებმა საქართველოს დანის პირზე გაატარეს”

“რუს დეპუტატს, რომ რამე მოსვლოდა გიფიქრიათ რა მოხდებოდა?! – პროვოკატორებმა საქართველოს დანის პირზე გაატარეს”

გავრილოვს, რომ იმ ჯიკაობაში რამე მოსვლოდა გიფიქრიათ იმაზე, რომ რუსეთი ამ პროვოკაციას სახელმწიფო დუმის დეპუტატის მკვლელობად გამოაცხადებდა, ომს დაგვიწყებდა და სამხედრო შემოჭრით გვიპასუხებდა?! პროვოკატორებმა საქართველო დანის პირზე გაატარეს – წერს ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტის თქმით სასტუმრო “რედისონთან” გავრილოვის “საზეიმო გაცილება” დიდი რისკის ქვეშ აყენებდა საქართველოს მომავალს.

“ახლა უცბად წამომიარა ძალიან ცუდმა ფიქრმა და თქვენც გთხოვთ დაფიქრებას:

20 ივნისს, სასტუმრო “რედისონიდან” გამოსვლის დროს, როცა რუს დეპუტატ გავრილოვს “საზეიმო გაცილება” მოუწყვეს, იმ ჯიკაობაში რამე რომ მოსვლოდა და, ვთქვათ, ინფარქტით მომკვდარიყო (მაგას რა მოკლავს, მაგრამ დავუშვათ ყველაზე ცუდი ვარიანტი), ახლა საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე პარლამენტის სასახლის წინ და მთელ საქართველოში ვინ იდგებოდა?!

გიფიქრიათ იმაზე, რომ რუსეთი ამ პროვოკაციას სახელმწიფო დუმის დეპუტატის მკვლელობად გამოაცხადებდა, ომს დაგვიწყებდა და სამხედრო შემოჭრით გვიპასუხებდა?!

მე არასოდეს ვიყავი და არც ვიქნები “ძლიერი მართალიას” მომხრე, მე ვამბობ, რომ “მართალია ძლიერი”, მაგრამ როცა რამეს ვაკეთებთ, ჭკუას ძალა არ უნდა დავატანოთ?!

აი, მე წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და რა უბედურება დატრიალდებოდა საქართველოში და გეკითხებით: ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი იმ კატასტროფაზე?!

ისიც წარმოვიდგინე, ვინ სად აღმოჩნდებოდა, ვინ სად გაიქცეოდა და ამიტომ ხაზგასმით ვაცხადებ:

ყველა პროვოკატორი, ვინც საქართველო დანის პირზე გაატარა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!” – წერს ჟურნალისტი.

უ ც ხ ო :
აბსოლუტურად მართალი ხართ!..
რაც შეეხება პასუხისმგებლობის აღებას... მელია, გუბაზ სანიკიძე და უგულავა წაისვამდნენ ზურგზე თაფლს და დასხდებოდნენ პარლამენტის წინ.
6 წლის უკან
სოციალისტი არა, გუბაზი არ წაისვამდა თაფლს!!!
6 წლის უკან
უ ც ხ ო : შეჭამდა? :)
6 წლის უკან