ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში 20 ივნისის აქციის დროს მძიმედ დაშავებული ორი პოლიციელის შესახებ წერს:
“თურმე! თვალებდათხრილთა შორის პოლიციელებიც ყოფილან! აგერ, ორი პოლიციელისთვის ამოუთხრიათ თვალი “მშვიდობიან” “არაპოლიტიკურ” მომიტინგეებს! ამისთვის ვინ უნდა გადადგეს? და თქვენ კიდე – პოზიორო ტიპებო! გინდაც სპორტსმენებო და გინდაც სხვებო! ტუტუცებივით რომ ჰყვებით “ნაცების” აგორებულ ტრენდებს და ტალღებს! ცალ თვალზე ხელს რომ იფარებთ ხოლმე, მხოლოდ მომიტინგეებს უცხადებთ თქვენს ძვირფას სოლიდარობას თუ პოლიციელებსაც? რომელიმეს ერთხელ მაინც გაგხსენებიათ დაშავებული და დასახიჩრებული პოლიციელები? აი, მაგიტომ ხართ, ძამიკო, პოზიორები! მადლობა ჩვენს ძალიან მაგარ პოლიციას!” – წერს სვანიძე.
პირველად მესმის!..
და ეს ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი, რომ პირველად ვიგებ ასეთ სამწუხარო ამბავს! -- შსს-ს ხომ ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი (თუ, რაც ჰქვია), რატომ არის სულ საუბარი საცოდავ, რკინის კეტებით შეიარაღებულ მშვიდობიან მომიტინგეებზე, რომლებიც პარლამენტში შეჭრისა და ხელისუფლების ჩამოგდების თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და არაფერი ისმის მასმედიაში იმ პოლიციელებზე, ვისაც მათგან მოქნეული რკინა, მათი ნასროლი ბოთლი თუ ქვა ხვდებოდა?!
პიარშიც და ანტიპიარშიც როგორ გჯობნით ეს ნაც-სექტა!..