“უცებ ბაჩო შემეცოდა ახალაია, არასდროს მეცოდებოდა, ახლა კი შემეცოდა… მერე რა, რომ სადისტია?!”

“უცებ ბაჩო შემეცოდა ახალაია, არასდროს მეცოდებოდა, ახლა კი შემეცოდა… მერე რა, რომ სადისტია?!”

ქვეყანაში მიმდინარე, პოლიტიკურ, სამართლებრივ და სამოქალაქო პროცესებთან დაკავშირები პუბლიცისტი დავით კალანდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე სატირულ პოსტს აქვეყნებს:

“მე კი უცებ ბაჩო შემეცოდა  ახალაია. არასდროს არ მეცოდებოდა, ახლა კი შემეცოდა. მერე რა რომ სადისტია?! –  სადისტებიც ეცოდებათ მაზოხისტებს….

. . .

არა, ბაჩოზე არაფერს ვიტყვი, მწერალი კაცია და საპყრობილეშია… საპყრობილეში ყველა ცოდოა, მეტნაკლებად.

მაგრამ აი, ახლა,სერიოზულად, ვინც მელიაზე ცრემლს ღვრის, ძალიან გთხოვთ, აღარ მეთამაშოთ… (ტატკალი, ლოგოლ მოუხსნეს იმუნიწეტიიიი). არის ამაში რაღაც… პოსტ-მოდერნისტული…

წარმომიდგენია, ნებისმიერი ჩვენგანი დასაჭერი რომ გახდეს, მელია პირველი შეანგრევს თავისი მოლიპული თავით ჩვენ კარს და მერე კონდახსაც ჩაგვცხობს, თუკი წინააღმდეგობას გავუწევთ.

“ვპირიოდ კალი, რაზ-დვა, ნაზად კონდახ, რაზ-დვა.” მართლა ახია ჩვენზე ყველაფერი რაც ხდება…  ახია, კოაბიტაციაც და ახია ნაცისტები რომ დაბრუნდნენ. არ დაბრუნდებიან, მაგრამ თუ დაბრუნდნენ – ახია! “მელია მეთოდებააააააააა…” ფუი! გაჩუმდით მაინც, ტო!”, – წერს დავით კალანადია სოციალურ ქსელში.