8 ივნისს, ლიმონათი "ზედაზენი" და "ბარამბინო" ბავშვებს ზაფხულის ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 18:00 საათზე, ძველ რუსთავში (მერიის მიმდებარედ) გაიმართება.
"ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე პატარებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.
" მოხარულები ვართ, რომ ბავშვებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღეს ვჩუქნით. 8 ივნისს ყველას ვეპატიჟებით ძველ რუსთავში "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე, სადაც დროს განსაკუთრებულად გაატარებთ. ჩვენს ფესტივალს, რომელსაც უკვე ტრადიციული სახე მიეცა და სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, ყოველწლიურად 20 000-მდე ადამიანი სტუმრობს. „ზედაზენი“ მუდმივად ზრუნავს პატარებზე და სწორედ ამიტომაც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და უყვართ“ -აცხადებს „ზედაზენის“ ლიმონათის ბრენდმენეჯერი ნინი მიშელაძე.
მაშ ასე, "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე თქვენ გელით უამრავი ზღაპრის გმირი, გასართობი შოუ-პროგრამა, რობოტი მაქსიმუსი და რობოტი გრინი, საპნის ბუშტების შოუ, მხიარული ლაბორატორია, ცეცხლოვანი შოუ, მხიარული თამაშები – მაგიდის ჰოკეი, ბატუტები, ხატვის კუთხე, ატრაქციონების კუთხე პატარებისთვის, სახეზე მოხატვა – სიურპრიზებით სავსე დღე საჩუქრად – "ზედაზენისგან" და "ბარამბინოსგან".
"ზედაზენი" და "ბარამბინო" ზაფხულის ფესტივალს უკვე მესამე წელია მასპინძლობენ. ფესტივალი წელს ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში ჩატარდება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, ფესტივალის ჩატარების გრაფიკი ასეთია:
8 ივნისი - რუსთავი (შაბათი)
16 ივნისი - თელავი (კვირა)
22 ივნისი - გორი (შაბათი)
28 ივნისი - ქუთაისი (პარასკევი)
29 ივნისი - ზუგდიდი (შაბათი)
30 ივნისი - ბათუმი (კვირა)