"პროტესტის ანატომია 2 "(VIDEO)

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მემარცხენე ფრონტის ლიდერს ,,სააკაშვილის მთავრობიდან მიღებული დაფინანსებით მასობრივი არეულობის ორგანიზებაში" ედება ბრალი. საქმე ეხება 5 ოქტომბერს ,,ენტევეს" ეთერში გასულ სკანდალურ ფილმს - „ პროტესტის ანატომია 2", სადაც ფარულ ჩანაწერში სერგეი უდალცოვი გივი თარგამაძესთან ერთად ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას განიხილავს. ოპოზიციის ლიდერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თარგამაძეს არ იცნობს და ვიდეოკადრები დამონტაჟებულია. სამართალდამცველები უდალცოვის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად დილის 7 საათზე მივიდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მემარცხენე ფრონტის ლიდერს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.