1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, თიბისი პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, თიბისი პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას" მე-6, საბავშვო პავილიონში თიბისი პატარა მკითხველებს მასპინძლობს. მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ თიბისის კუთხეს.

1-ელ ივნისს კი თიბისი ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება:

  • 11:00-12:00 - მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად.
  • 12:00-13:00 - ლიტერატორობანა - ინდივიდუალური თამაში.
  • 13:00-14:00 - სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე"
  • 14:00-15:00 - ფინეთი - ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში - ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი.
  • 15:00-16:00 - შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია?
  • 16:00-16:45 - ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება.
  • 17:00-18:00 - ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად.
  • 18:00-19:00 - თამაში „100 წელი" - თიბისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში.

წიგნის XXI საერთაშორიოს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში" 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს  სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს,