ჭიათურის მაღაროელებმა დღეს ადმინისტრაციული შენობის კარები შეამტვრიეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რკინიგზის გადაკეტვითა და სასამართლოში საჩივრის შეტანით იმუქრებიან.