"იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს, ბრიტანეთის სასამართლომ 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელს, ირაკლი რუხაძეს ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

ტელეკომპანია "რუსთავი2“- ის ინფორმაციით, ბრიტანულმა სასამართლომ უარი თქვა ირაკლი რუხაძის ადვოკატების სარჩელზე, 2018 წლის ნოემბერში მოსამართლე სარა კოკერილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ირაკლი რუხაძემ, ბენჯამენ მარსონმა და იგორ ალექსეევმა ორგანიზებული შეთქმულების მეშვეობით, კომპანია "სელფორდ კაპიტალს" მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დააკარგვინეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსამართლემ საკუთარ განაჩენში სწორად დაადგინა, რომ აპლიკანტებმა დაარღვიეს ფინანსური ინტერესების დაცვის ვალდებულება და აპლიკანტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, მისი ანალიზი და დასაბუთება არავითარ სამართლებრივ ნაკლოვანებას და ხარვეზს არ შეიცავს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, საქართველოს სახელისუფლებო მედიის მფლობელს, ირაკლი რუხაძეს საშუალოდ 350 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

სოციალისტი ბრიტანეთის სასამართლოში ჩაა...ჯ...ა ყველა ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის ყველა მცხოვრებმა! უნამუსო ერი!
6 წლის უკან
სოციალისტი ფოთის მერი გოჩა კურდღელია ულოცავს აღნიშნულ ფაქტს სს“კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" გენერალურ დირექტორს კლაუს ლაურსენს, ნავსადგურის თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ფოთელს და პროექტის უმოკლეს დროში წარმატებით განხორციელებას უსურვებს. ედავთ ვინ ყოფილა ფოთის პორტის გენერალური დირექტორი?!ლოცმანც ბრიტანელია ალბათ?! 1991 წლიდან მიდიდ საქართველოს გამწარებულიჩუმი კოლონიზაცია!! ბათუმის პორტი ყაზახებისაა, ხომაა? ყულევის პორტი ვისია? ანაკლიის პორტი ვისი იქნება თუ აშენდა?საქართველოს დავით გარეჯიც კი არ გვეკუთნის სრულად, ისიც გასაყოფი შეიქნა!
6 წლის უკან