მიმდინარე რეფორმის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში ისაუბრა.
კოლეჯების, სკოლების, კლინიკებისა და კულტურის სახლის თანამშრომლებმა დაგროვებით საპენსიო სქემაზე მიიღეს ინფორმაცია, გაეცნენ საპენსიო სააგენტოს სტრუქტურას, ელექტრონულ სისტემას, პირადი საპენსიო ანგარიშების შემოწმების საკითხებს, ჩართულ ადამიანთა რაოდენობასა და საპენსიო ასაკში პენსიის დანიშვნის თემებს. გასვლით შეხვედრაზე ვაჟა ჯაფოშვილმა დასაქმებულთა ყველა შეკითხვას უპასუხა.
,,დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება არის საუკეთესო გადაწყვეტილება და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმა არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო ასაკს უზრუნველყოფს. საზოგადოებას დრო სჭირდება რომ კარგად დაინახოს საპენსიო რეფორმის შედეგები. ამ შეხვედრებით ჩვენ ვცდილობთ, მოსახლეობას პირადად ავუხსნათ რა სარგებლის მომტანია დაგროვებითი საპენსიო სქემა თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნისთვის." - განაცხადა ვაჟა ჯაფოშვილმა. მარნეულში გასვლით შეხვედრას 100-მდე ადამიანი დაესწრო.