21-26 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 9,913 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (125,59 გრ.) და ვერცხლის (46 გრ.) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 9,913 ლარის ოდენობით შეეფარდათ.