27 ივლისს ბათუმში პუტინის მხარდამჭერი ჯგუფის, A-Studio-ს კონცერტი იგეგმება. კონცერტი კლუბ UP2U-ში გაიმართება და მისი ორგანიზატორი ივენთკომპანია კლიკია.
A-Studio და მისი სოლისტი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. მან 2018 წლის 5 მარტს თქვა, რომ "რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი რომ არ აირჩიონ, 2008 წელი სიზმარი იქნება".