ვლადიმირ ზელენსკი დააჯარიმეს

ვლადიმირ ზელენსკი დააჯარიმეს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი შევსებული ბიულეტენის საჯაროდ ჩვენებისთვის დააჯარიმეს. ზელენსკის პოლიციამ პროტოკლი საარჩევნო შტაბში გამოუწერა. მას 510-დან 850 გრივნამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

„ახალი პრეზიდენტი და ახალი წესები. ყველამ უნდა დაიცვას კანონი. ზელენსკის გადასცეს პროტოკოლი ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ, რათა მან ბიულეტენი გაასაჯაროვა“, – განაცხადა ზელენსკის შტაბის სპიკერმა დიმიტრი რაზუმკოვმა.

ვლადიმირ ზელენკსიმ შევსებული ბიულეტენი საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს აჩვენა, რაც საარჩევნო კამონმდებლობით აკრძალულია.

სოციალისტი ყირიმი უკრაინას რატომ ეკუთვნის?
6 წლის უკან