“ნაციონალური მოძრაობა” ანტიდასავლური ძალაა, რაც სააკაშვილმაც დაადასტურა”

“ნაციონალური მოძრაობა” ანტიდასავლური ძალაა, რაც სააკაშვილმაც დაადასტურა”

“მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დააადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი შინაარსით ანტიდასავლური ძალაა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის განცხადება, რომ წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთს ამ ქვეყნების მიმართ კოლონიური დამოკიდებულება აქვთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალაა.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ თავისი შინაარსით „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალაა, რაც მათი საქმიანობის შედეგებში გამოიხატებოდა. მათი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოში დასავლური ღირებულებების შესუსტებისკენ და ამას სამწუხაროდ, წარმატებით ახერხებდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ანტიდასავლური ძალაა, ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა ყოფილ პრეზიდენტს და დაადასტურა, ეს ასევე დადასტურდა, როდესაც მათ გრიგოლ ვაშაძე წამოაყენეს საპრეზიდენტო კანდიდატად. სწორედ ამიტომ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ღირებულებები შორს იყო ევროპულისგან, დასავლური ღირებულებები ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სწორედ ამას მთელი ძალისხმევით უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში,” – განაცხადა კობახიძემ.