ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები ცხინვალში დაგეგმილ 9 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.
მათივე განცხადებით, აღლუმში მონაწილეობას რუსული სამხედრო ბაზის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და საბრძოლო ტექნიკის 30-მდე ერთეული მიიღებს, აღლუმისთვის მომზადება უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მექანიზირებული კოლონის შემადგენლობაში 9 მაისს ცხინვალში, თავისუფლების მოედანზე „გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოჩნდება.