“ჩვენ შიგნით რა ხდება, ეს არ ეხება მოსახლეობასა და მათ ბედს”

“ჩვენ შიგნით რა ხდება, ეს არ ეხება მოსახლეობასა და მათ ბედს”

„შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები და ალბათ არ გადავაჭარბებ, უარესი ქაოსი ხდება სხვა პარტიებში, ათჯერ უარესი, უმძიმესი დაპირისპირება,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

“ჩვენს შიგნით რა ხდება, ეს ჩვენს შიგნით მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხია. ეს არაფრით არ ეხება ჩვენს მოსახლეობას და მათ ბედს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის კვირაში”.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანია, 2012-2013 წლებში შინაგანა საქმეთა მინისტრის, 2013-2015 წლებში კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.