ბინძური კამპანია ნანა ლეჟავას წინააღმდეგ – ,,შსს, ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, ან ორშაბათიდან მე მივხედავ!!! “

ბინძური კამპანია ნანა ლეჟავას წინააღმდეგ – ,,შსს, ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, ან ორშაბათიდან მე მივხედავ!!! “

ჟურნალისტ ნანა ლეჟავას შესახებ სოციალურ ქსელში ბინძური კამპანია დაიწყო, რომლის ავტორიც სოც.ქსელის მომხმარებელი და თვითაღიარებული ჟურნალისტ-რეჟისორი ზაზა სვანაძეა. ჩვენ შეგნებულად არ ვაქვეყნებთ მის ტექსტს, ვინაიდან ეთიკურად არ ვთვლით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან არავინ არის დაზღვეული.

ზაზა სვანაძის პოსტს ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,ამ ქვეყანაში ყველა მეტ…ეს აქვს უფლება შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგაბრალოს და მერე შენ რა უნდა ქნა, დადგე და თავი იმართლო? სულ გატარება არ გამოდის!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო – ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, იცით ვისზეც ვსაუბრობ, ან ორშაბათიდან მე მივხდავ! ამ ლოქოს ცემა ნამდვილად არ გამიჭირდება , თან სახალხოდ!!!!” – წერს ნანა ლეჟავა და პოსტის კომენტარებში დასძენს: – ” პოლიციას საქმე აქვს აღძრული , ჩვენება მივეცი, სხვა რა გავაკეთო??? ერთ გზას მიტოვებენ მხოლოდ!!!”

“ვერ გაიგეს რომ ასეთი ავადმყოფი საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს?!”