ქართველი მებრძოლი, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვს ქართველების შეურაცხყოფისთვის დაემუქრა, პირველ ბრძოლას გამართავს

ქართველი მებრძოლი, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვს ქართველების შეურაცხყოფისთვის დაემუქრა, პირველ ბრძოლას გამართავს

შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე თავის პირველ შეხვედას აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ მინეაპოლისში გამართავს.

სადებიუტო ორთაბრძოლაში დოლიძე ბრაზილიელ ვინისიუშ კასტროს შეხვდება. 29 წლის მებრძოლის ანგარიშზე 11 ბრძოლაში ცხრა მოგებაა. მინეაპოლისში UFC-ის საბრძოლო ღამე 2019 წლის 30 ივნისს შედგება.

დოლიძეს 20 აპრილს სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩაეტარებინა თავისი პირველი ბრძოლა UFC-ში, მაგრამ რუსეთის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები.

დაახლოებით 1 კვირის წინ  გავრცელდა რომან დოლიძის მიმართვა, რომელიც მან ცნობილი ჩრდილო კავკასიელი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის საპასუხოდ თქვა. დაღესტნელმა სპორტსმენმა ქართველები და ჩეჩნები ცუდად მოიხსენია.

"არც ერთ ადამიანს, არც ერთ ერის წარმომადგენელს არ აქვს ქართველებზე ასეთი რამის დაბრალების უფლება და ვპირდები ჩემ ქართველ ხალხს ხაბიბს საკადრის პასუხს გავცემ ოქტაგონზე", - თქვა ქართველმა მებრძოლმა.