ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.
"არ დავთმობთ მაჭახლის ხეობას" - ამ ტრანსფარანტებით მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები მსვლელობით ხელვაჩაურის პოლიციის მთავარ განყოფილებასთან მივიდნენ. მათ პოლიციის მიერ თანასოფლელების გამოკითხვაზე დაბარება გააპროტესტეს. პოლიციასთან გამართული აქციის შემდეგ მოქალაქეებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გადმოინაცვლეს. მათ მერიისაგან მოითხოვეს დახმარება, რათა შეწყდეს კვლევითი სამუშაოები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეებთან კონსულტაციების შემდეგ მერი მოქალაქეებს დაპირდა რომ იგი მოსახლეობასთან იქნება მჭიდრო კომუნიკაციაში და მაქსიმალურად დაეხმარება მათ ზემდგომ ორგანოებთან შუამდგომლობაში, რათა მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული