აღნიშნული ინიციატივა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. ის აპირებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამის შესახებ საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ისაუბროს.
„თუ ექიმს სამედიცინო პროფესიული გადაცდენისთვის დანაშაულს უმტკიცებ, ლიცენზიას უჩერებ და სამედიცინო საქმიანობას უკრძალავ, პოლიტიკოსს, რომელსაც პოლიტიკური დანაშაული აქვს ჩადენილი და ამის გამო ადამიანებმა იზარალეს, რატომ არ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა?! _ როცა პარლამენტში შევალ, ამას აუცილებლად გავაჟღერებ ტრიბუნიდან. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს, რომ ეს აქტიურობა გამოვავლინო“, – განაცხადა ლადო კახაძემ.