„ნაციონალების’“კოორდინატორებმა კოალიციის დამკვირვებელს სცემეს(VIDEO)

„ნაციონალების’“კოორდინატორებმა კოალიციის დამკვირვებელს სცემეს(VIDEO)

საარჩევნო უბნის დამკვირვებელი „ქართული ოცნებიდან“ დარეჯან თაკალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებმა, ცოლ–ქმარმა, როზა და მურთაზ ანჯაფარიძეებმა სცემეს და ტერიტორია სწრაფად დატოვეს. დარეჯან თაკალაძის თქმით, როზა და მურთაზი მისი მეზობლები არიან და მათი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ქალბატონი კოალიციის აქტიური მხარდმჭერია.

„მეცნენ შუა ქუჩაში, თმებში მომკიდეს ხელი და მიყვიროდენენ, ბიძინა ივანიშვილს როგორ უჭერ მხარსო“, – ამბობს დაზარალებული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. თვითმხილველების მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა. ამჟამად დარეჯან თაკალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თავად მურთაზ და როზა ანჯაფარიძის თქმით, ჩხუბი არ ყოფილა, არამედ წაკინკლავდნენ.