ეკა ბესელია გასულია უმრავლესობიდან, შესაბამისად მისი სამსჯელო ბუნებრივია, აღარ არის ის, თუ როგორ წარდგება „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ წარდგება როგორც ძლიერი გუნდი, წარდგება რა თქმა უნდა განახლებული გუნდით და ეს უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ ძალიან მყარ და სათანადო გამარჯვებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების კომენტარისას.
ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძე აღარ იქნება.
„ვეყრდნობი გამოცდილებას, ინტუიციასა და ინფორმაციას. ვიცი, შიდა სიტუაცია, განწყობები, პოლიტიკური ლოგიკა და დამოკიდებულებები, როგორია ხედვა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვინც პარლამენტშია, მათი დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო სიაში არ იქნება. გადაამოწმეთ, ჩემი პროგნოზი დაემთხვევა თუ არა რეალობას“, – განაცხადა ბესელიამ.
ოცნება ჰგავს ნაკადულს
და შიგ ჩაყრილ თევზს,
ლიდერი ძველ მაფიოზს,
მოქუჩებულ ნეხვს,
ენკი ბენკი ოცნებას!
ენკი ბენკი ფაააა!
სასწაული დრო დადგა,
გლეხი თავადს ტყნ...მს!
ფულს ჩაუგდეს უფლება,
რომ ქვეყანა ტყ..ს!!!
იქნებ შიგა გაქვს?
ხელი მოისვი და კარგად ნახე,
აქლემის კვერცხო, დონდღლო და ლაყე.