ამქვეყანად ყველაფერი ხდება: ბესელიამ ნიკა გვარამიას მადლობა გადაუხადა

ამქვეყანად ყველაფერი ხდება: ბესელიამ ნიკა გვარამიას მადლობა გადაუხადა

ეკა ბესელია ნიკა გვარამიას მადლობას უხდის. მისი თქმით, ის მადლობელია იმ პოზიციისთვის, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა და საზოგადოებამ გამოხატა. განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

"მადლობელი ვარ იმ სოლიდარობისთვის, რაც გამოხატა ნიკამ აი, ამ ცნობილი მორალური შეტევის დღეებში და ყველა იმ ადამიანის, ვინც იყო სოლიდარული და ამით სამოქალაქო პოზიცია იყო სწორი", – განაცახადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რატომ არ ჰქონდა მას იგივე რეაქცია მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდნენ, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მან თავისი პოზიცია დააფიქსირა.

"პარლამენტში სხდომა იყო, როდესაც დერეფანში თქვენი ჟურნალისტი მომადგა მიკროფონით. არასდროს არ გამჭირვებია ამ თემაზე სოლიდარობა", – განაცხადა ბესელიამ.