თუ არჩევნები იდეალურად ჩატარდება, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საერთოდ ვერ შევა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა. "მე შემიძლია შევაფასო როგორი ნიჭიერი ხალხი გვყავს, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებული უამრავი დარღვევის მიუხედავად, ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევიდან დაწყებული, შეძლო მოქცეულიყო კულტურულად და ღირსეულად. დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო დღეა და დარწმუნებული ვარ, მოხდება ის, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება. დღეს ღირსებული დღე იქნება და საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები დაფიქსირდება" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.