რუსთავი ორის დამფუნებლები და ყოფილი მფლობელები ტელე-კომპანიიის თანამშრომლებს მიმართავენ. წაგიკითხავთ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას, რომელიც
სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალსა და შემოქმედებით ჯგუფს ეხება. ,,ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიკეთებია ჩვენი ტელევიზია
ქართული სახელმწიფოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ვარღვევთ რვაწლიან დუმილს და მოგმართავთ თქვენ.
ქვეყანაში მეფობს ძალადობა. ძალადობაა არა მარტო ციხეში, ძალაადობაა ყველა სფეროში: სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სასწავლებლებში, სასამართლოში, პოლიციაში, მედიაში, სრულიად საზოგადოებაში.
ტოტალური ძალადობა დღეს არ დაწყებულა. ის ძალას იკრებდა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და მიაღწია კრიტიკულ ზღვარს.
შეგახსენებთ, ჩვენ ერთად ვართ ძალადობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სახელმწიფო მანქანის მხრიდან. უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის, თვალთვალის, დაუფარავი მოსმენების, ორგანიზაციის ხელოვნურად გაკოტრების რეჟიმზე გადაყვანის შედეგად გვაიძულეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტის დათმობა. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა მედიაში დღეს არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის რა წნეხის ქვეშ იმყოფება თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. რუსთავი 2-ის წარმატებას ყოველთვის განაპირობებდა გუნდის პრინციპულობა და პროფესიონალიზმი. წლების განმავლობაში ბერვჯერ გვიბრძოლია უსამართლობის წინააღმდეგ, ერთად გამოვსულვართ გამარჯვებული უთანასწორო ბრძოლაში.
გთხოვთ გაიაზროთ, პროცესების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება არა მარტო თქვენი უფლება, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს "მასთ ქერის" შეწყვეტის პირობებში. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პოზიცია, უთხარით "არა!" პროპაგანდას და სიცრუეს, დაუბრუნეთ რუსთავი 2-ს თავისუფალი მედიის სტატუსი.