„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაასრულა. ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მანიფესტაციას ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა. აქციის დასრულების შემდეგ, მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ხალხმა ოვაციებით გააცილა.