„ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა(VIDEO)

„ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა(VIDEO)

მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დაცვის სამსახურის თანამშრომლის შვილის, 17 წლის დავით ცისკარიშვილის გატაცებისა და ცემის ფაქტი გააცნო. თბილისის 141-ე საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ცისკარიშვილი უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, აიყვანეს კუკიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სცემეს ხელკეტებით და უგონო მდგომარეობაში მყოფს ხელზე მანქანით გადაუარეს.

ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის, ბესო სურმავას გატაცებისა და გაუჩინარების ფაქტზეც ისაუბრა და როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან, დაუყონებლივი რეაგირება მოითხოვა.

დღევანდელ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ სახელისუფლებო არხების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას და გამარჯვებისთვის ემზადება.