"თბილისში თუ ჩამობრძანდა მძიმედ დაველაპარაკები რა"

საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა რუსი მღვდელმთავარი, პატრიარქ კირილის მარჯვენა ხელი, მიტროპოლიტი ილარიონი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა და რუსული სპეცსამსახრების აგენტი უწოდა.

მეუფე იაკობის გაღიზიანება ილარიონ ალფაევის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ თუ საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.

"ჩვენმა მასმედიამ, როცა დაწერა ის სიტყვები, მე მეგონა ან ჟირინოვსკიმ თქვა, ან ჟირინოვსკის პარტიამ თქვა მაგისამ რა, სამარცხვინოა, თან საგარეო ის რომ აბარია. მაგენი ვერ შეეშვნენ იმას რა, როგორც იყვნენ ძველად ქოპერპროკურორების იმის ქვეშ, მერე КГБ-სქვეშ იყვნენ, ახლა ФСБ-ს და ГРУ-ს და იმის ქვეშ არიან. თბილისში თუ ჩამობრძანდა მაგას ქართულად ცოტა მძიმედ დაველაპარაკები რა, ვიღაცა ალფაევი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს.

ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ საქართველოს ეკლესიაში, რომელიც რუსებს წირვაზე არ აყენებს. მაგი კარგად იცოდეთ. შოვინიზმი და ყველაფერი იყო მაგასთან. არავითარი ქრისტიანული მაგასთან არ იყო როცა ლაპარაკობდა მაგას. ამიტომ მე შეურაცხყოფილი არ დავრჩები იმიტომ რომ უტვინო განცხადება გააკეთა როგორც ყოველთვის,"-განაცხადა მეუფე იაკობმა.