„ქართული ოცნების" ლიდერი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საათნახევრის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი 30-მდე უცხოელი ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობდა. მედიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, და ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებით, „ქართული ოცნების" ლიდერის პოლიტიკური გეგმებითა და სხვა მიმდინარე საკითხებით დაინტერესდნენ.