ქსნის საპყრობილეში პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ. ამ დროისათვის დაწესებულებაში 5 პატიმარი შიმშილობს. როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები აცხადებენ, პატიმრები ტუბერკულიოზით არიან დაავადებულნი და მკურნალობის კურსის სრულყოფილად ჩატარებასა და სათანადო პირობებში ყოფნას ითხოვენ, მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშლეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე. მინისტრ გიორგი ტუღუშის თქმით კი, ეს პატიმრები სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნას ითხოვენ.