ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესარიონ სურმავას მეუღლე დღეს საგანგებო განცხადებას აკეთებს. მაკა ლობჟანიძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე გაიტაცეს და ვიდეოჩანაწერიც, რომელიც youtube-ზე გავრცელდა, ზეწოლის შედეგადაა გადაღებული. მაკა ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ ბესარიონ სურმავა კომპიუტერს ნაკლებად ფლობს და მას youtube-ზე ვიდეომასალის განთავსება არ შეეძლო.