“აღიარებითი ჩვენება” – რა ვერ გათვალა მიხეილ სააკაშვილმა?

“აღიარებითი ჩვენება” – რა ვერ გათვალა მიხეილ სააკაშვილმა?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მის მმართველობის პერიოდში არავის პირადი ცხოვრების კადრები არ გასაჯაროვებულა.

„ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროვებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. დაიწყო ალასანიას კადრების გამოყენება, როგორც კი ის ოპოზიციაში წავიდა, მერე მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მინისტრის პირადი კადრები გამოაგდეს, მერე კულტურის მოღვაწის, რომელიც არ მოსწონდათ, მანამდე ჟურნალისტის კადრები და ახლა ამ ქალის კადრები ეს ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით", - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზინდეტის აღნიშნული განცხადება, ჟურნალისტმა დარეჯან მეფარიშვილმა როგორც "აღიარებითი ჩვენება" მიიჩნია.

"აღიარებითი ჩვენება - "დიახ, მე ვიღებდი, მაგრამ არ გამომიქვეყნებია...", - წერს დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში "ფეისბუქი" .

Maverick ამას დედა აღარ ყავს, ამ შინმოუსვლელ, პრეზ-იდენტ-დაკარგულს რამსები ისე აქვს არეული, რომ მის გამოკეთებას ახლის გაკეთება ჯობია; გიული მეცოდება, მშობიარობას ვერ გადაიტანს...
6 წლის უკან