2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ შიდა ქართლის გუბერნატორად ლადო ვარძელაშვილი დაინიშნა. ვარძელაშვილი გორის და გორის რაიონის საჯარო სკოლების იმ დირექტორებით დაინტერესდა, რომლებიც ამ ხელისუფლებას ლანძღავდნენ. ვარძელაშვილი რამდენიმე საარჩევნო უბანზე პრეზიდენტის არჩევნებზე დაბალი ხმების მიღების გამო გაღიზიანებული იყო. აღნიშნულ უბნებს იმ დროსაც სკოლის დირექტორები ხელმძღვანელობდნენ.
,,მოხვდა ადამიანი სკოლის დირექტორად, იღებს გარკვეულ ანაზღაურებს, და ეს არის სკოლის დირექტორი და არა რიგითი თანამშრომელი. ამ ყველაფრის შემდეგ გამოდიხარ, არ მალავ და ლანძღავ ამ ხელისუფლებას და პრეზიდენტს. მე არ მჭირდება ისეთი დირექტორი, რომელიც ლანძღავს ამ ხელისუფლებას. მე მიმაჩნია, რომ ესეთი ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. არ მოგწონს გენაცვალე ეს ხელისუფლება, ვინ გაძალებს და წადი დადექი ოპოზიციაში” – განაცხადა ვარძელაშვილმა.
აღნიშნული ჩანაწერის ტექსტური ვერსია ინტერვიუს სახით 2008 წელს გაზეთ ,,ქართლის ხმაში” გამოქვეყნდა. გთვაზობთ მის აუდიოვარიანტს.